დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა.
სოციალურად დაუცველმა დევნილებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. გარდა ამისა, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ მეწარმე დევნილებსაც, რომლებიც საკუთარ საწარმოებში, იძულებით გადაადგილებულ პირებს დაასაქმებენ.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ბესარიონ სიმონიშვილის თქმით, პროგრამის მთავარ მიზანს, დევნილი ოჯაახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
GMnews-ის ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორივე პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 155 დევნილი დააფინანსა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში