საზოგადოება
01.02.2021 10:41
დღეიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგა

დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება.

„1-ლი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა. ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვხედავთ ისე, რომ არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი“, - განაცხადა თურნავამ.

კვირის ამბები