ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით,
ქარელში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებულს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. „პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება თბილისის დამწვრობის ცენტრში. სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს დინამიკაში. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაშავებულს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე საათში, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება მის მდგომარეობაზე დაზუსტებით საუბარი”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა.