გორისა და რუსთავის საგამოცდო მოედნებზე, მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით, ხოლო დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებში მოქმედ მომსახურების ცენტრებში, ძველი საგამოცდო მანქანები ეტაპობრივად ჩანაცვლდება ახალი მოდელებით.
აღნიშნულის გარდა, შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, შსს-ს მომსახურების სააგენტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო.
ძველ რეჟიმს დაუბრუნდა სამუშაო გრაფიკი - სააგენტო მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში