საზოგადოება
30.01.2021 11:25
საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 41 შიდა ქართლში დადასტურდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 19 989 კვლევის შედეგად,

ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში 257 632-მდე გაიზარდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 441 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 248 537 გახდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში ვირუსს 3 159 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა - 44, იმერეთი - 139, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი -20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე, ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 5 910, საიდანაც 589 მძიმე პაციენტია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 175 პირი.

კვირის ამბები