საზოგადოება
30.01.2021 11:03
მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი თანამდებობის პირის მხარდაჭერა, როგორიც არის ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი - გიორგი ხოჯევანიშვილი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

კიფერთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი გიორგი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი და კონგრესის ვიცე პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსაც, ასევე, თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

„მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი თანამდებობის პირის მხარდაჭერა, როგორიც არის ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი. გვქონდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვაპირებთ შემდგომ პერიოდში კონგრესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, - აღნიშნა გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები