სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, აღნიშნულ უბანში მცხოვრებ 120-მდე ოჯახს სასმელი წყალი წლებია არ მიეწოდება და მოსახლეობა წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდება.
„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, სამუშაოების დასრულების შემდეგ, თითოეული ოჯახი წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში