საზოგადოება
01.11.2019 12:43
პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის ჯარიმებს დღეიდან დაწერენ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს პარკირების სამსახურის თანამშრომლები, ურჩი მძღოლების დაჯარიმებას დღეიდან იწყებენ. შეგახსენებთ, რომ გორში პარკირების ფასიანი სისტემა 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა. მძღოლებს, პარკირების აბონემენტის შეძენა გასული ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ, პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს პარკირების ინსპექტორები საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და ქალაქში საინფორმაციო ბროშურებს არიგებდნენ, ამასთან ვერბალურ ინფორმაციას აწვდიდნენ ავტომობილით მოსარგებლეებს.

პარკირების და ჯარიმის საფასურის გადახდა შესაძლებელია: ვებგვერდის (goriparking.ge) საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით (ჯერჯერობით მხოლოდ TBC Pay და თიბისი ბანკის) და ნებისმიერი საბანკო დაწესებულებიდან.

შეგახსენებთ, რომ პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო მძღოლს ჯარიმა ათი ლარის ოდენობით დაეკისრება. რაც შეეხება ტარიფებს: 1 დღე - 1 ლარი; 30 დღე - 10 ლარი; 90 დღე - 15 ლარი; 180 დღე - 25 ლარი; 365 დღე - 40 ლარი.

კვირის ამბები