საზოგადოება
29.01.2021 13:56
გორის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს რომლებსაც მესამე და მომდევნო შვილი შეეძინებათ

გორის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს რომლებსაც მესამე და მომდევნო შვილი შეეძინებათ.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეები, მესამე შვილის შეძენისას, მერიისგან 200 ლარიან შემწეობას მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა   

0-დან 150 000-მდეა.  სამივე შვილი კი, აუცილებლად 0-დან 18 წლამდე ასაკის უნდა იყოს. წელიწადში ერთხელ, 400 ლარის ოდენობით დახმარება გაიცემა ოჯახებზე, რომელსაც მეოთხე შვილი შეეძინებათ  (კრიტერიუმის მიხედვით ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე უნდა იყოს). რაც შეეხება ხუთ და მეტშვილიანი ოჯახების დახმარებას ( თუ ყველა შვილი 0-დან 18 წლამდე ასაკისაა), წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე გასაცემი თანხა 200 ლარს შეადგენს.

„ჩვენი უწყება ცდილობს შესაძლებლობის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარებებით ადგილობრივ მოსახლეობას გაუუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: MS.GOV.GE,“- აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

კვირის ამბები