საზოგადოება
29.01.2021 11:16
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პირი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავამ კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 956-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 637 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 247 096-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 148 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება: ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 40, იმერეთი - 119, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 23, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 686, საიდანაც 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 610, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი. 322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 633 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 521 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 17 108 პირი.

კვირის ამბები