სამართალი
28.01.2021 19:16
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი დაფიქსირდა

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი დაფიქსირდა. მშობიარის ს.გ.-ს ახლობლები მკვდრადშობადობაში ექიმს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ნაყოფის დაღუპვა მშობიარობის დაგვიანებით დაწყებამ გამოიწვია.

კლინიკაში კი ამბობენ, რომ დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი, ამასთან, კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით ორსული აღრიცხვაზე სხვა კლინიკაში იმყოფებოდა.

„დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი. მშობიარობამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს და დადგინდება მომხდარის მიზეზები“, - აცხადებენ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“.

კვირის ამბები