საზოგადოება
27.01.2021 23:43
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში, 28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით,  გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.

28 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნახევრადღრუბლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი, -1 გრადუსია მოსალოდნელი.

28 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით,  გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო და მზიანი ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა კი დღისით +10, +14 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი, მეტეოროლოგების ცნობით, -2, -4 გრადუსია ნავარაუდევი.  

კვირის ამბები