საზოგადოება
27.01.2021 16:01
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ბერძენიშვილმა პოსტი დატოვა
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ბერძენიშვილმა პოსტი დატოვა. არსებული ინფორმაციით, ბერძენიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მერაბ ბერძენიშვილი 2019 წელს დაინაიშნა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ბერძენიშვილს.
კვირის ამბები