გორის მერი, სოციალურ ქსელში, მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. კონსტანტინე თავზარაშვილი აღნიშნავს, რომ დაწესებული რეგულაციების შედეგად, კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 5-ჯერ შემცირდა და მოქალაქეებს მოუწოდებს ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნები.
„ძვირფასო გორელებო! მინდა გაცნობოთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტში, კოვიდ19- ის ახალი დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 5-ჯერ შემცირდა. ყველა დამეთანხმებით, რომ არა შეზღუდვები აღნიშნული შედეგი ვერ დადგებოდა. მოგეხსენებათ, რომ მეორე ეტაპის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 1-ლი თებერვლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. ქვეყანაში კვლავ ძალაში დარჩება რიგი რეგულაციები. გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნები, რათა არ გვქონდეს ახალი შემთხვევების მატება და საჭირო არ გახდეს შეზღუდვების გახანგრძლივება“, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კონსტანტინე თავზარაშვილი.