საზოგადოება
27.01.2021 11:14
კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან 49 შიდა ქართლში დადასტურდა

ბოლო 24 საათში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ანტიგენისა და PCR ტესტით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, კოვიდ 19-ის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების 742 ახალი  შემთხვევა დადასტურდა და პანდემიის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 255 564 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 081 პირი და ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 245 527-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3 108-მდე გაიზარდა.

კვირის ამბები