საზოგადოება
26.01.2021 23:49
ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას, ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება - თენგიზ ცერცვაძე

ზაფხულში დაშვებული იქნა შეცდომა, სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერში და დეკემბერში, - აღნიშნული განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ,,პალიტრანიუსის" ეთერში გააკეთა.  

,,დავუშვათ, მთავრობა დაემორჩილა, მოუსმინა ამ პოპულისტურ მოთხოვნებს, რომ დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა შეზღუდვა, განცხადებების გაკეთება ძალიან იოლია, მაგრამ ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას, ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება, რომელიც ბუმერანგივით დაგვარტყამს უკან, დაარტყამს იგივე ადამიანებს, ვინც დღეს აპროტესტებენ ამას და ითხოვენ ყველაფრის გახსნას. ზაფხულში დაშვებული იქნა შეცდომა, სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერში და დეკემბერში. ახლა თუ იგივე შეცდომას გავიმეორებთ და ისევ უპირობოდ შევასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომელიც ეხება ყველაფრის გახსნას და ყველა შეზღუდვის მოხსნას, ძალიან დიდი რისკია, რომ გამეორდება ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში. მესმის, ძალიან ძნელია, გააგებინო ეს რიგით ადამიანს, რომელსაც უჭირს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი, მაგრამ მე ვერ ვხედავ უკეთეს გამოსავალს. ყველა შეზღუდვის მოხსნა არ არის უკეთესი გამოსავალი”, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები