საზოგადოება
01.11.2019 11:32
ქარელში დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი აფეთქებისას ერთი მამაკაცი დაშავდა
ქარელში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შენობაში დევნილები ცხოვრობენ. აფეთქების შედეგად, 57 წლის მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებული ქარელიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
კვირის ამბები