საზოგადოება
26.01.2021 12:46
როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწრაფად ავამოქმედოთ განათლების დაწესებულებები - გიორგი გახარია

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა, - აღნიშნულის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის, რა თქმა უნდა, განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც, ჩვენ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

 

კვირის ამბები