საზოგადოება
26.01.2021 11:31
ზერტის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მარტიდან ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სწავლის დაწყების დღიდან ბავშვებს ყველა პირობა ჰქონდეთ შექმნილი და მაქსიმალურად იყოს თავიდან  აცილებული ვირუსის გავრცელება, - აღნიშნულის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ზერტის საბავშვო ბაღის მონახულებისას განაცხადა.
ლია კოვზიაშვილმა, სასწავლო დაწესებულების შენობა დაათვალიერა და კიდევ ერთხელ გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას.
როგორც GMnews-სთვის გახდა ცნობილი, ზერტის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მარტიდან ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას.

„ამ სოფელში ჩვენ დაქირავებული გვქონდა ბაღისთვის შენობა, მაგრამ მეპატრონემ ვერ მოაწესრიგა შენობის დოკუმენტაცია და იძულებულები გავხდით სხვა შენობა მოგვეძებნა. შენობა გამოჩნდა და ახალი ხელშეკრულება უკვე ახალი შენობის მეპატრონესთან გავაფორმეთ. ამ შენობაში ფართობიც მეტია და რაც მთავარია, გვაქვს ეზო. ეს კი, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პატარებისთვის. უახლოეს პერიოდში ყველანაირად ვეცდებით ამ შენობამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებასაც და ბავშვებს უკვე ყველა პირობა ექნებათ, რომ სააღმზრდელო პროცესი უკეთეს პირობებში გააგრძელონ“, - აღნიშნა სააგენტოს ხელძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა. 

 

 

 

კვირის ამბები