საზოგადოება
26.01.2021 11:08
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი 1006 ახალი შემთხვევიდან, 79 შიდა ქართლში დადასტურდა

ბოლო 24 საათში, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჩატარებული 17 349 კვლევის შედეგად (5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით), კორონავირუსით ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 254 822-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 050 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 244 446-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 79, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 98, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254. მძიმე პაციენტია 689, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 193 პირი.

კვირის ამბები