გორის მუნიციპალიტეტის მერიაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით ახლადშექმნილმა სამსახურმა ათი მოზარდის საქმე უკვე განიხილა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების
საქმიანობა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებენ იმ შემთხვევაში, თუ თვლიან, რომ ირღვევა ოჯახში ბავშვის უფლება და არასრულწლოვანი საჭიროებს მხარდაჭერას, ნუ გაექცევიან პასუხისმგებლობას და მიმართონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.
„თუ თვლით, რომ ირღვევა ოჯახში ბავშვის უფლება და არასრულწლოვანი საჭიროებს მხარდაჭერას, ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას - დაგვიკავშირდით. გორის მერიაში მუშაობს სტრუქტურული ერთეული რომლის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვა მუნიციპალიტეტის დონეზე. განყოფილების საქმიანობა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს. დაგვიკავშირდით ან მოგვმართეთ ჩვენი მისამართია: გრიგოლ ფერაძის #5, ტელეფონი - 995 599 30 04 24; 0370 27 00 03; დაკავშირება ასევე შეგიძლიათ ელ.ფოსტაზე: info@gori.gov.ge,“-ნათვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
GMnews-ი შეგახსენებთ, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, მერიაში ახალი სტრუქტურული ერთეული 2020 წლის ბოლოს შექმნა.