ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, - აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების 16 ფაქტი.
ვირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 253 816 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 243 396, ხოლო გარდაიცვალა 3 071 პაციენტი. ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323.
კარანტინის რეჟიმშია 511, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 272. კლინიკურ სასტუმროში კი, იმყოფება 443 მოქალაქე.