საზოგადოება
31.10.2019 17:15
„არა ტრეფიკინგს“ - იუსტიციის სასწავლო ცენტრის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გორელი მოსწავლე გახდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანი ჩალაბაშვილმა, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ხელოვნების ნამუშევრების კონკურსში, რომლის თემატიკაც ტრეფიკინგი გახლდათ, გაიმარჯვა. ახალგაზრდა ხელოვანმა, საკუთარი თვალით დანახული მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა გუაშის საღებავებით გადმოსცა.

„ორგანიზატორების მოთხოვნით ნამუშევარი ტრეფიკინგის თემაზე შევასრულე. პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მონაწილე შეგვარჩიეს. შემდეგ მოხდა ისე, რომ მათ შორის, ჩემი ტილო პირველ ადგილზე გავიდა. უდავოა, რომ ტრეფიკინგი თანამედროვეობის უდიდესი პრობლემაა, ამიტომ  საკუთარი შემოქმედებით შევეცადე აღნიშნულის წინააღმდეგ პროტესტი  გამომეხატა და ხმამაღლა მეთქვა: „არა ტრეფიკინგს“.  ადამიანები უნდა ვებრძოლოთ იძულებით ქმედებებს. რაც შეეხება ამ გამარჯვებას, ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ უფრო მეტი გავაკეთო და საზოგადოებისთვის პრობლემატურ საკითხებზე მომავალშიც გავამახვილო ყურადღება“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას კონკურსის გამარჯვებულმა ანი ჩალაბაშვილმა.

კვირის ამბები