ბოლო 24 საათში, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჩატარებული 11 248 კვლევის შედეგად (4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR ტესტით), კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 253 518-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 456 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 242 085-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ჯამში 3 055 პირი ემსხვერპლა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 80, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 32, გურია - 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 34, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352. მძიმე პაციენტია 697, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 195 პირი.