ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების შედეგად, ახალი კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 252 972 გახდა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 892 პირი და ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 240 629-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 038 პირი ემსხვერპლა.
საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 170, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 68, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, მათგან მძიმე პაციენტია 694. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 204 პირი.