საზოგადოება
22.01.2021 13:53
1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ

1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, - აღნიშნული განცხადება განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრის თქმით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ლი მარტიდან გაგრძელდება.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, 1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. რაც შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ელი მარტიდან გაგრძელდება.

15 თებერვალს მოხდება ეპიდსიტუაციის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე იქნება ჩამოსული, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება. ყველას გვინდა, რომ ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები 1-ელ მარტამდე ნარჩუნდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მასწავლებლების ტესტირებაორ კვირაში ერთხელ მოხდება და სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი პროტოკოლების დაცვის საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დაყენებული.

კვირის ამბები