საზოგადოება
22.01.2021 13:35
როდიდან განახლდება გორში საზოგადოებრივი ტრასპორტის მუშაობა - ნახეთ უწყებათაშორისი საკოორდინაცო საბჭოს გადაწყვეტილება

1-ელი თებერვლიდან გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაცო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლები და ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება. რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი, პირველი მარტიდანაა დაგეგმილი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

კვირის ამბები