საზოგადოება
31.10.2019 12:20
სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა
საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი სოციალური კამპანიის - „ძლიერები არ ძალადობენ - სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ ფარგლებში განახლდა.

სპორტული დარბაზი გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. დამონტაჟდა ახალი ,,შვედური კედლები", ფრენბურთის ბადე, კალათბურთის ფარები, დაიხაზა იატაკი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა გასახდელებისა და პედაგოგის ოთახის რეაბილიტაცია და ბერშუეთის სკოლის ეზოს შემოღობვა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ, ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, სკოლის ყველა მოსწავლეს სპორტული ტანსაცმელი ჩაუტანა საჩუქრად.
კვირის ამბები