საზოგადოება
22.01.2021 13:13
ყელქცეულის საჯარო სკოლა მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლა მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 13-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, სასურველია სამუშაო გამოცდილება. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 340-390 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 26 იანვარს ეწურებათ. შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 2021 წლის 1-ლი თებერვალია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები