საზოგადოება
22.01.2021 12:21
ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. GMnews-ის ინფორმაციით, დარბაზი უკვე მზადაა მაღალი დონის შეხვედრების მასპინძლობისთვის.

„მინდა გითხრათ, რომ სკოლაში, სადაც 120 ბავშვი ვარჯიშობს, სპორტსმენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა, დარბაზის კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილების, საუნის, გასახდელისა და შესასვლელი ოთახის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. შენობა სადაც ჩვენი კრივის სკოლაა განთავსებული, 1990 წელსაა აშენებული და მას შემდეგ მსგავსი დონის სამუშაოები არ ჩატარებულა,“- აღნიშნა ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის დირექტორმა.  შოშიაშვილის თქმით, გორის კრივის სკოლა ყოველწლიურად მასპინძლობს საკმაოდ  მაღალი დონის ტურნირებს და არაერთი ტიტულოვანი სპორსმენი გაუზრდია.

კვირის ამბები