დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან 51 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ დეტალურად განმარტა დედაქალაქსა და რეგიონებში გამოვლენილი ახალი მონაცემების სტატისტიკა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6“, - აღნიშნა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვვა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636, ხოლო გარდაიცვალა 24 პაციენტი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში