საზოგადოება
22.01.2021 10:14
თუ ბავშვი არ არის იმ ასაკში, რომ მან შეძლოს არსებული წესების დაცვა, პირბადეს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია - ექიმი ლია ლაზარაძე

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, უკვე 11 თვეა, მსოფლიოს განუყრელი ნაწილი გახდა პირბადე, თუმცა, დაინფიცირებისგან თავდაცვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პირბადის სწორად მოხმარებაზე. მოზრდილების დიდი ნაწილი პირბადეს არასწორად ატარებს (პირბადე აუცილებლად უნდა ფარავდეს, ცხვირს, პირს და ნიკაპს), აღნიშნულის გარდა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, ბავშვებში რა ასაკიდანაა რეკომენდებული პირბადის ტარება.

 ,,პირბადის მოხმარება დაკავშირებულია გარკვეულ წესებთან და თუ ბავშვი არ არის იმ ასაკში, რომ მან შეძლოს ამ წესების დაცვა, ასეთ შემთხვევაში, პირბადეს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. ამიტომ, ასაკი უნდა იყოს 6 -7 წლიდან ზემოთ, რომ ბავშვმა ეს წესები დაიცვას. არავითარ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი, ვთქვათ, ორი წლის ასაკის ბავშვმა ატაროს პირბადე, ვინაიდან, ხშირად ეხება ხელით, შემდეგ, არცთუიშვიათად, პატარები სხვადასხვა საგნებს იდებენ პირში, ამიტომ გასათვალისწინებელია ასაკი", - აცხადებს დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია ლაზარაძე.

კვირის ამბები