საზოგადოება
22.01.2021 08:59
უახლოესი 6 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 22-27 იანვარს, 6 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დღეს, 22 იანვარს, დღის განმავლობაში, მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +2 გრადუსამდე დაფიქსირდება, ღამით კი - 4 გრადუსამდე დაეცემა.

რაც შეეხება უახლოესი ექვსი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურას, 23-27 იანვრის განმავლობაში, გორში დღისით მოსალოდნელია + 3, + 6 გრადუსი, ღამის საათებში კი ჰაერის ტემპერატურა - 2, - 8 გრადუსამდე დაეცემა.

 

კვირის ამბები