ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმის ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე ვაქცინაციამ მოსახლეობის 60% პროცენტი მოიცვას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იმუნური პასუხით იყოს დაცული, - აღნიშნული განცხაება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გეგმის ძირითადი ასპექტების გაჟღერებისას გააკეთა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაცია თავის მხრივ, ეს გამოიწვევს იმას, რომ ეკონომიკა გაიხსნას და ინფექციის გავრცელების რისკები აღარ იყოს.
„ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, თუმცა რეალისტური და ამის მიღწევა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება იმ პრიორიტეტულ ჯგუფებს, რომელზეც ვაქცინაციისას ყურადღება გამახვილდება, გეტყვით, რომ მოსახლების ვაქცინაცია შემდეგი თანმიმდევრობით განისაზღვრა:
ჯანდაცვის სექტორი სრულად;
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარები და პერსონალი;
75 წელს გადაცილებული მოსახლეობა;
65-74 წლის მოსახლეობა;
ესენციური სერვისები;
55-64 წლის მოსახლეობა;
ქრონიკული დაავადების მქონე 18-54 წლის მოსახლეობა, მერე სხვა დანარჩენიც, ვირუსგადატანილებიც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, არ აიცრებიან ბავშვები. ამასთან, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო იქნება.
დღეის მონაცემებით, მსოფლიოში უკვე 32 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.