საზოგადოება
21.01.2021 11:37
ყელქცეულის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 390-450 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 26 იანვარ ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2021 წლის 1-ლი თებერვალია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

 

კვირის ამბები