საზოგადოება
21.01.2021 11:37
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 137 შემთხვევა გამოვლინდა, 85 ახალი შემთხვევა შიდა ქართლში დადასტურდა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ 21 იანვრის მდგომარეობით ქვეყანში არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 071-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 101-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 998 პირი ემსხვერპლა,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სიჭინავამ ასევე დეტალურად განმარტა დედაქალაქსა და რეგიონებში გამოვლენილი ახალი მონაცემების სტატისტიკა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 85, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 735, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი. 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,5 934 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 536 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 20 813 პირი.

კვირის ამბები