საზოგადოება
21.01.2021 10:47
დღეს, მთელი დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ყინვა და მცირე თოვლია მოსალოდნელი, ხვალიდან კი გამოიამინდებს

21 იანვარს, დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დაბალი ტემპერატურა და ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება.

დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1, - 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი - 5, - 6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

ხვალიდან გამოიამინდებს და უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 22-26 იანვრის განმავლობაში, დღისით მოსალოდნელია + 3, + 5 გრადუსი, ღამის საათებში კი ჰაერის ტემპერატურა - 6, - 7 გრადუსამდე დაეცემა.

კვირის ამბები