„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დღეს განაჩენს გამოიტანს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სტრასბურგში მოსმენა საქართველოს დროით 14:00 საათზე შედგება.
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შემოტანილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ რუსეთის არმიის, ან /და მის კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების მხრიდან განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეებზე და მათ საკუთრებაზე, დაუშვა ან გამოიწვია ადმინისტრაციული პრაქტიკა, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის მე -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე -3 (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე -5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე -8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე -13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება) და ასევე დაირღვა #1 ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლი (განათლების უფლება) და #4 ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების უფლება),“- აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.