საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები, სავარაუდოდ, თებერვლში მოიხსნება.
„კონკრეტულ თარიღებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ თებერვლი იქნება სავარაუდოდ ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. მაგრამ ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური დოკუმენტით", — განაცხადა თურნავამ
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ფრენების განახლება ტურისტული სეზონის აღდგენის პირველ იმედებსაც უკავშირდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში