გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ თვლიან, რომ ირღვევა ოჯახში ბავშვის უფლება და არასრულწლოვანი საჭიროებს მხარდაჭერას, ნუ გაექცევიან პასუხისმგებლობას და მიმართონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, მერიაში ახალი სტრუქტურული ერთეული 2020 წლის ბოლოს შექმნა.
„თუ თვლით, რომ ირღვევა ოჯახში ბავშვის უფლება და არასრულწლოვანი საჭიროებს მხარდაჭერას, ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას - დაგვიკავშირდით. გორის მერიაში მუშაობს სტრუქტურული ერთეული რომლის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვა მუნიციპალიტეტის დონეზე. განყოფილების საქმიანობა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს. დაგვიკავშირდით ან მოგვმართეთ ჩვენი მისამართია: გრიგოლ ფერაძის #5, ტელეფონი - 995 599 30 04 24; 0370 27 00 03; დაკავშირება ასევე შეგიძლიათ ელ.ფოსტაზე: info@gori.gov.ge,“-ნათვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.