ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ყოველი წლის ამ დღეს, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს (როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს), მდინარე იორდანე აღმა სვლას იწყებს.
წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: ,,ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ".
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში