სპორტის დამსახურებული მუშაკი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში, გორის მკვიდრი ოთარ დოლიძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი მწვრთნელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ.
,,გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ადამიანი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში, სპორტის დამსახურებული მუშაკი ოთარ დოლიძე.
ოთარ დოლიძე ათეული წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ სპორტს, საყვარელ ქალაქს. ის გახლდათ ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო სპეციალისტი.
ბატონი ოთარის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქალაქის სპორტული საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მის მოსწავლეებს", - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.