საზოგადოებაში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ 19 იანვრამდე, ანუ, ნათლისღების დადგომამდე, ნაძვის ხე და ყველანაირი საახალწლო მორთულობა აუცილებლად უნდა ავიღოთ და შევინახოთ.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მორთულ ნაძვის ხეს 19 იანვრის შემდეგაც გავაჩერებთ? როგორც ჩანს არაფერი. ეს მხოლოდ ხალხში გავრცელებული აზრია, თითქოს ნათლისღების დღესასწაულის დროს ნაძვის ხის სახლში გაჩერება არ შეიძლება. ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ კი, ნათლისღებისთვის ვემზადებით, რაც ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულთან შეხვედრის მოლოდინს გულისხმობს. შესაბამისად, მორწმუნე მრევლი სხვა სამზადისშია და ამ დღეს განსაკუთრებული რწმენით სახლში ნაკურთხი წყლი შეაქვს.
რაც შეეხება იმას, როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით, ეს სისტემა გვირჩევს, ახალ წელს ჩინური კალენდრით შევხვდეთ. შესაბამისად, სახლში ნაძვის ხე თებერვლამდე უნდა იდგეს.
მოკლედ, როგორც ჩანს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია ვის დაუჯერებთ, ფენ-შუის თუ ხალხში ფართოდ გავრცელებულ მითებს.