30.10.2019 14:13
პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სპეციალისტები მოტოციკლით ივლიან
პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მედიკოსები მოტოციკლით ივლიან პარამედიკოსები (სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები) გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან.
პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გავლენ, როდესაც ადამიანს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე ოპერატიულ რეაგირებას სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომობილებისთვის რთულად მისაწვდომ ლოკაციებზე შეძლებენ. ისინი დაშავებულს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, საჭიროების შემთხვევაში კი, პაციენტს სასწრაფოს ეკიპაჟი მოემსახურება.
გარდა მოტოციკლებისა, ანალოგიური სერვისის გასაწევად დაგეგმილია ერთკაციანი ელექტრომობილების შესყიდვაც, რომელიც კონკრეტულად ბათუმის ბულვარისთვის იქნება განკუთვნილი. პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყება, ჯამში, 20-მდე სპეციალური მოტოციკლის და ელექტროავტომობილის შესყიდვას აპირებს.