შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს ბევრი რამ ისეთ ელემენტარულ ნივთზე, რომელსაც სამზარეულოში ყოველდღიურად მოიხმართ. ბუნებრივია, შენიშნავდით, რომ ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებს სხვადასხვა ფერი აქვს, თუმცა, არ იფიქროთ, რომ ღრუბლის რამდენიმე ფერი მხოლოდ მრავალფეროვნებისთვის ან გაყიდვებისთვისაა შექმნილი.
სხვადასხვა ფერი ძირითადად გამოყენებულია ღრუბლის ზედა ნაწილზე, შედარებით უხეშ თავზე, რომელსაც სკოჩ-ბრაიტი ეწოდება.
სწორედ ამ ფერების მიხედვითაა შესაძლებელი გაარჩიოთ, რომელი ფერის ღრუბელი რა ტიპის ჭურჭლის რეცხვისთვისაა განკუთვნილი. სკოჩ-ბრაიტის ფერები მის სიუხეშის ხარისხს განსაზღვრავს.
შავი ფერის სკოჩ-ბრაიტი ყველაზე უხეში ზედაპირით გამოირჩევა და განკუთვნილია უხეში ზედაპირების გასახეხად (მაგ. ქვაბის ან ტაფის გარეთა ნაწილი). ამ ტიპის ღრუბელი გათვლილი არ არის დელიკატური ჭურჭლისთვის, უფრო მეტიც, შეიძლება ზოგიერთი ნივთი დაფხაჭნოს კიდეც.
მწვანე და წითელი შეფერილობა აქვს ყოველდღიურად გამოსაყენებელი ჭურჭლისთვის განკუთვნილ ღრუბლებს (თეფშები, კოვზები, დანა-ჩანგალი).
ის ღრუბელი კი, რომლის ზედაპირსაც ვარდისფერი და ყვითელი შეფერილობა აქვს, განკუთვნილია ყველაზე დელიკატური ჭურჭლისთვის (ნაზი, თხელი მინის ბოკლები, ნაზი ფაიფური).
ლურჯი ზედაპირის მქონე ღრუბლით ირეცხება ჯამები და ქვაბები.
რაც შეეხება ღრუბლის რბილ ნაწილს, მისი სხვადასხვა ფერი კი სწორედ მრავალფეროვნებისთვისაა შექმნილი.