საზოგადოება
17.01.2021 11:19
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან 72 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან  72 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
17 იანვრის მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების სტატისტიკა დედაქალაქისა და რეგიონების მიხდით ასე გამოიყურება: ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 100, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 72, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, საიდანაც: 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 545 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კვირის ამბები