საზოგადოება
17.01.2021 11:10
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 608 პირი

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად,  ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს.

„ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 933 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 100, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 72, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, საიდანაც: 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 758, აჭარაში - 309, იმერეთში - 701. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 303 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 106, ხოლო იმერეთში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 294 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 918 პირი, აჭარაში - 1 942, 2 799 კი, იმერეთში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

კვირის ამბები