საზოგადოება
16.01.2021 13:05
როგორ განისაზღვრა პედაგოგებისთვის სახელფსო დანამატის ოდენობა - ნახეთ რამდენით გაეზრდებათ ანაზღაურება უფროს და წამყვან სპეციალურ მასწავლებლებს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2021 წლის იანვრიდან უფროსის და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი დაერიცხებათ. როგორც ცნობილია, დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსსა და მოსწავლეთა რაოდენობაზე.

ხელფასზე დანამატის ოდენობა წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:

ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 550 ლარის ოდენობით;

ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 650 ლარის ოდენობით;

სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარის ოდენობით;

ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარის ოდენობით;

ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 950 ლარის ოდენობით.

რაც შეეხბა ხელფასზე დანამატის ოდენობას უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის, განისაზღვრება შემდეგნაირად:

ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 370 ლარის ოდენობით;

ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 420 ლარის ოდენობით;

სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში - 470 ლარის ოდენობით;

ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარის ოდენობით;

ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის - შემთხვევაში 570 ლარის ოდენობით.

კვირის ამბები