საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი - აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეიალურად შექმნილ ვებგვერდზე - stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განთავსდა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 770, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. დღეისათვის, 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 24 106 მოქალაქე.