საზოგადოება
15.01.2021 14:48
კვარხეთისა და ზერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - კვარხეთისა და ზერტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.  ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 3 347 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს ჩაუტარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სატენდერო ღირებულება 1 025 240 ლარს შეადგენს.
GMnews-ის ინფორმაციით, დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე, ქვეითებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გაჩენილია ე.წ. ორმოულებიც, რომელიც მოძრაობას  განსაკუთრებით უამინდობაში აფერხებს.

კვირის ამბები